საწვავი კიდევ  5-7 თეთრით გაძვირდა

საწვავის ფასი ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე კიდევ გაიზარდა. კერძოდ, 28 ოქტომბრის შემდეგ საწვავის ღირებულებამ 5-7 თეთრით  "ლუკოილისა" და "რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურებზე მოიმატა.

ლუკოილმა საწვავი 5 თეთრით გააძვირა. ევრო სუპერის მარკის ბენზინის ფასი დღეს 1.89 -ია, მაშინ როცა 28 ოქტომბერს 1.84 ლარი ღირდა; პრემიუმ ავანგარდის ფასი 1.79 ლარი გახდა, როცა ოქტომბერში 1.74 ღირდა; ევრო რეგულარის მარკის ბენზინის ფასმა 1.54- დან 1.59 ლარამდე მოიმატა; ხოლო ევრო დიზელი დღეს 1.64 ღირს, მაშინ როცა 28 ოქტომბერს მისი ფასი 1.59 ლარი იყო.

28 ოქტომბრის შემდეგ საწვავის ფასმა „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც მოიმატა. კერძოდ, სუპერის მარკის ბენზინის ფასი 7 თეთრით გაიზარდა და დღეისთვის 2.06 ლარი შეადგინა, მაშინ როცა 28 ოქტომბერს მისი ღირებულება - 1.83 იყო; დანარჩენ საწვავზე (ევრო პრემიუმი, ევრო რეგულარი, efix ევრო დიზელი, ევრო დიზელი) კი ფასმა 5 თეთრით მოიმატა.

ევრო პრემიუმის მარკის ბენიზინის ფასი 1.83-დან 1.88 ლარამდე გაიზარდა; ევრო რეგულარი 1.61 ლარი ღირდა და 1.66 გახდა; efix ევრო დიზელის ფასმა 1.80 ლარიდან 1.85-მდე მოიმატა, ხოლო ევრო დიზელის საფასური 1.66 გახდა, მაშინ როცა 28 ოქტომბერს 1.61 ლარი ღირდა.

საწვავის ფასი არ შეცვლილა „სოკარის“, „ვისოლისა“ და „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე და დღესაც იგივე ფასი ღირს, რაც 28 ოქტომბერს იყო.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საწვავის ფასმა ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე 4-11 თეთრით მოიმატა.

იხილეთ ასევე : ბოლო ორ კვირაში საწვავი 4-11 თეთრით გაძვირდა;

საწვავი 4-6 თეთრით გაძვირდა;

თაია არდოტელი