რა სქემით მუშაობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

2 თვეზე მეტია, რაც "საფინანსო კომპანია საქართველოსთან" მეანაბრეები იკრიბებიან და კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. მომხმარებლები კომპანიისგან ახსნა-განმარტებასაც ელოდებიან, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

მსგავსი პრობლემა მომხმარებლებს 90-იან წლებში ხშირად ექმნებოდათ, როდესაც ე.წ პირამიდა ბიზნესის წარმმართველი კომპანიები თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

მაია და ანა "საფინანსო კომპანია საქართველოს" მიერ დაზარალებული პირები არიან. ანას თქმით, სანამ კომპანიის მეანაბრე გახდებოდა, მისი საქმიანობა კარგად შეისწავლა, მაგრამ მაინც დაზარალდა.

"თანხის შეტანიდან პირველი ექვსი თვე არანაირი პრობლემა არ შემქმნია, რადგან კომპანია პროცენტს მირიცხავდა.

ჩემს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა თებერვალში გასდის, მაგრამ უკვე ორი თვეა არც პროცენტი და არც კუთვნილი თანხა არ მიმიღია," - იხსენებს დაზარალებული Allnews.ge-სთან საუბარში..

მათ კომპანიას კუთვნილი თანხის მიღების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა, უკან მხოლოდ მცირე ანაბარი დაიბრუნეს.

რას ნიშნავს პირამიდა ბიზნესი, რა სქემით მუშაობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ მათი მომსახურებით სარგებლობას გადავწყვეტთ?

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განმარტებით, ე.წ პირამიდა ბიზნესის წარმმართველი ორგანიზაციები მომხმარებლებს მაღალ პროცენტს სთავაზობენ, თუმცა სარგებელს ყოველი მომდევნო მომხმარებლის მიერ შეტანილი თანხის მეშვეობით ურიცხავენ, რაც არასტაბილური და სახიფათოა.

"არც ისე ცოტა დაზარალებულმა მოგვმართა, რომ იურიდიული დახმარება ან კონსულტაცია გაგვეწია, მაგრამ როგორც წესი, ასეთ დროს უკვე რთულია რაიმეს შეცვლა და ჯობს სამართლებრივი გზები ვეძებოთ," - აღნიშნა მან.

იმისათვის, რომ მომხმარებლები აღნიშნული პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდნენ, ანაბრის გახსნისას "ადამიანი უფლებათა ცენტრი" დაკვირვებასა და სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს. ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობით ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს. იხილეთ გაგრძელება