ქართული ციტრუსი ბალტიისპირეთისა და შუა აზიის ქვეყნებში გავა

ქართული ციტრუსი ბალტიისპირეთისა და შუა აზიის ქვეყნებში გავა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, წელს ციტრუსის კარგი სეზონი იქნება : "სოფლის მეურნეობის სამინისტრო მალე გახსნილად გამოაცხადებს სეზონს. სასიხარულოა, რომ სამიზნე ქვეყნებს დაემატა ბალტიისპირეთისა და შუა აზიის ქვეყნები.

სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ფერმერებს სეზონის წარმატებით დასრულებაში. ძალიან კარგი სიახლეები გვაქვს. მათ შორის ისიც, რომ აჭარაში გაიმართება ციტრუსის ფესტივალი, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. ეს ტურისტული მიმართულებისთვისაც მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.