თბილისის სკვერებსა და პარკებში 500 000 ძირი „ვიოლა პენსი“ დაირგვება

თბილისში, გამწვანების საშემოდგომო ღონისძიებების ფარგლებში, ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 160 000 ძირი „ვიოლა პენსი“ უკვე დაირგო რუსთაველის პროსპექტზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვარკეთილის მასივში და განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადის ქოთნები. გამწვანების სამუშაოები, ამჟამად, მიმდინარეობს სააკაძის მოედანზე, დიღმის მასივში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ და ორთაჭალაში - გულიას მოედანზე.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ნოემბრის ბოლომდე ექვსი სხვადასხვა ფერის 500 000 ძირ „ვიოლას“ დარგავს.