აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მორიგი ტრანშით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხას განიხილავს

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის მისია ეწვია. როგორც ფონდიდან იუწყებიან, ვიზიტის ფარგლებში, მგფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის თანამშრომლები (ADB) წარმომადგენლებს შეხვდნენ და აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების სპეციალისტებთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელეს აღნიშნული პროექტების ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ეკოლოგიურ, ფინანსურ ასპექტებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.

”ფონდისა და ბანკის წარმომადგენლებს, ასევე დაგეგმილი აქვთ აზიის განვითარის ბანკის მიერ დაფინანსებული რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტების დათვალიერება. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად იქნება განხილული ბანკის მორიგი ტრანშით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა”, - აცხადებენ ფონდში.

ვიზიტი 25 ნოემბრამდე გასტანს.