სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (166.96 გრ.) და ოქროს ჯართი (85.54 გრ.) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14,505.77 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 14,505.77 ლარის ოდენობით შეეფარდათ.