რა ანაზღაურება აქვთ ძიძებს საქართველოში

აღ­მოჩ­ნ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძი­ძის პრო­ფე­სი­ით და­საქ­მე­ბა არ­ც­თუ ისე იოლია, რად­გან ქარ­თ­ველ დამ­კ­ვე­თებს ძი­რი­თა­დად, ძი­ძა-დამ­ხ­მა­რე­ე­ბი სურთ. სამ­წუ­ხა­როდ, ძი­ძებს, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის გარ­და, სხვა­დას­ხ­ვა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­საც ითავ­სე­ბენ, ორ­მაგ გა­სამ­რ­ჯე­ლოს იშ­ვი­ა­თად აძ­ლე­ვენ...

ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი - 38 წლის ქალ­ბა­ტო­ნი 8-9 წე­ლია, რაც ძი­ძად მუ­შა­ობს. მან ვი­ნა­ო­ბის სა­ჯა­როდ გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა. სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვის სა­მუ­შაო სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე გულ­წ­რ­ფე­ლად გვე­სა­უბ­რა...

- უმაღ­ლე­სი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში ვმუ­შა­ობ­დი, ასე­ვე - ბავ­შ­ვ­თა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტ­რ­ში, უნარ­შეზღუ­დულ ბავ­შ­ვებ­თან... ძი­ძად ქარ­თულ ოჯა­ხებ­თა­ნაც მი­მუ­შა­ვია და უცხო­ე­ლებ­თა­ნაც.

- ძი­ძად მუ­შო­ბა რა­ტომ, რო­გორ და­იწყეთ?

- სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით: იმ დროს უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი და შე­მო­სა­ვა­ლი მჭირ­დე­ბო­და. ერთ-ერთ ოჯახ­თან, რო­მელ­საც ძი­ძა სჭირ­დე­ბო­და, ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა რე­კო­მენ­და­ცია გა­მი­წია. მე­რე ამ ოჯახ­მა სხვა ოჯახ­თან გა­მი­წია რე­კო­მენ­და­ცია და ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა ასე აეწყო... ამა­სო­ბა­ში, წლე­ბიც გა­ვი­და (ი­ღი­მის)... ჩე­მი პრო­ფე­სია უკ­ვე ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და, თან - შე­მო­სავ­ლის წყა­როა. ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გქონ­დათ, მაგ­რამ ალ­ბათ, ოჯახ­ში ბავ­შ­ვის ძი­ძო­ბა სულ სხვაა.

- დი­ახ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­გა­ლი­თად, ბაღ­ში მუ­შა­ო­ბი­სას, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, "ძი­ძა" მერ­ქ­ვა (მე­რე კვა­ლი­ფი­კა­ცია ავი­მაღ­ლე), ოჯახ­ში ძი­ძო­ბა სულ სხვა სპე­ცი­ფი­კაა: ბაღ­ში 20-40 ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გიხ­დე­ბა, ოჯახ­ში - ერ­თ­თან ან ორ­თან, მაგ­რამ ოჯახს თა­ვი­სი მოთხოვ­ნე­ბი აქვს. ყვე­ლა ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ბავ­შ­ვის ხა­სი­ათს უნ­და გა­უ­გო, ოჯა­ხის მოთხოვ­ნე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნო... ეს მარ­ტი­ვი არ არის.

- რო­მე­ლი უფ­რო რთუ­ლი საქ­მეა - ოჯახ­ში ძი­ძო­ბა თუ სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში?

- ვერ ვიტყ­ვი, რომ რო­მე­ლი­მე ად­ვი­ლია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დამ­კ­ვეთ ოჯახს მი­აჩ­ნია, რომ ძი­ძამ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბიც უნ­და შე­ი­თავ­სოს. ქარ­თ­ვე­ლებს ძი­ძა-დამ­ხ­მა­რე უნ­დათ. ისე­თი ოჯა­ხე­ბი ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა, რომ­ლე­ბიც ძი­ძის­გან ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დას მო­ითხო­ვენ. რო­ცა ბავშვს სძი­ნავს, რა­ტომ­ღაც, ოჯა­ხი (ძი­რი­თა­დად - დე­დე­ბი) მი­იჩ­ნევს, რომ ძი­ძა თა­ვი­სუ­ფა­ლი არ უნ­და იყოს, მან სხვა საქ­მეც უნ­და აკე­თოს (გა­ა­უ­თო­ოს, გა­რეცხოს...). ბავ­შ­ვის და­ბა­ნის, მოვ­ლის, კვე­ბის გარ­და, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­საც გვა­ვა­ლე­ბენ.

- ასეთ სა­მუ­შაო პი­რო­ბებს რომ არ და­თან­ხ­მ­დეთ?

- ძი­ძა იძუ­ლე­ბუ­ლია, და­თან­ხ­მ­დეს, სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გ­ვის ში­შით. ბევრ რა­მეს თმობს, თვალს ხუ­ჭავს...

- რო­გო­რი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი გაქვთ?

- ჩემ­ში ყვე­ლა­ზე დიდ ტკი­ვილს სა­მუ­შაო გრა­ფი­კი იწ­ვევს: შრო­მის კო­დექ­სი მშვე­ნი­ე­რია, თუ­კი მას ისე გა­მო­ი­ყე­ნებ, რო­გორც წე­რია. მა­გა­ლი­თად, იქ წე­რია: ადა­მი­ა­ნი კვი­რა­ში 40 სა­ათ­ზე მეტს არ უნ­და მუ­შა­ობ­დეს და შეს­ვე­ნე­ბის დრო ჰქონ­დე­სო. რა­ტომ­ღაც, ქარ­თულ ოჯა­ხებს ჰგო­ნი­ათ, რომ ძი­ძამ 12 სა­ა­თი თუ იმუ­შა­ვა, არა­ფე­რია. არა­და, ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბით. ჩვე­ნი შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბა ძა­ლი­ან მწი­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც გვა­ვა­ლე­ბენ: ჭურ­ჭ­ლის რეცხ­ვა, იატა­კის მოწ­მენ­და, დაგ­ვა, მტვრის გა­დაწ­მენ­და... ეს ორ­მა­გი შრო­მაა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ორ­მაგ გა­სამ­რ­ჯე­ლოს არ გვაძ­ლე­ვენ. სა­ა­გენ­ტო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­საც რომ გა­დავ­ხე­დოთ, თუ რო­გორ ძი­ძებს ითხო­ვენ, იშ­ვი­ა­თად შეგ­ხ­ვ­დე­ბათ ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ძი­ძის­გან მხო­ლოდ ბავ­შ­ვის საქ­მეს, მის აღ­ზ­რ­და-გა­ნათ­ლე­ბას მო­ითხოვს. ასე­თი ოჯა­ხი დი­დი გა­მარ­თ­ლე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

- გაგ­მარ­თ­ლე­ბი­ათ?

- კი. უმე­ტეს­წი­ლად, ასე­თი ოჯა­ხე­ბი ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი სა­კითხებს ჰუ­მა­ნუ­რად უყუ­რე­ბენ. ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლო­ბენ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად, ბავ­შ­ვის საქ­მით დაგ­ვა­კავ­ონ. თუ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბა­საც ითხო­ვენ, და­მა­ტე­ბით გა­სამ­რ­ჯე­ლოს გვთა­ვა­ზო­ბენ. პუნქტუალურობაზე, ჰი­გი­ე­ნა­სა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ - რა თქმა უნ­და, ყვე­ლა დე­და სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად ჯან­მ­რ­თელ ძი­ძას ითხოვს... კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა ის გახ­ლავთ, რომ ძი­ძის­გან მუ­შა­ო­ბას შა­ბათ­საც მო­ითხო­ვენ. ეკ­ლე­სი­უ­რი ოჯა­ხე­ბი უფ­რო გვი­გე­ბენ, რომ მორ­წ­მუ­ნე ადა­მი­ა­ნის­თ­ვის შა­ბათ-კვი­რას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს: გარ­და იმი­სა, რომ ძი­ძამ ძა­ლა უნ­და მო­იკ­რი­ბოს, შა­ბათს ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ლო­ცა­ვა­დაც უნ­და წა­ვი­დეს, კვი­რას კი წირ­ვას და­ეს­წ­როს. ამის ახ­ს­ნა მორ­წ­მუ­ნე მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ ოჯა­ხებს არ სჭირ­დე­ბა. ასეთ ოჯახ­ში მოხ­ვედ­რა დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

- ძი­ძის ხელ­ფა­სი რამ­დე­ნია?

- ჩე­მი ხელ­ფა­სი 400 ლა­რი­დან და­იწყო - ერთ ბავშვს ვუვ­ლი­დი. დი­ლის 9-დან მაქ­სი­მუმ, სა­ღა­მოს 7-ის ნა­ხევ­რამ­დე ვმუ­შა­ობ­დი. შა­ბათ-კვი­რა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი. წლე­ბის მე­რე, ძი­ძის ხელ­ფა­სი მი­ზე­რუ­ლი თან­ხით შე­იც­ვა­ლა...

- შე­გიძ­ლი­ათ, კონ­კ­რე­ტუ­ლი თან­ხა დაგ­ვი­სა­ხე­ლოთ?

- ტა­რი­ფე­ბი რა­ი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით იც­ვ­ლე­ბა: გა­რე­უ­ბან­ში (ვა­ზი­სუ­ბა­ნი, ვარ­კე­თი­ლი, მუ­ხი­ა­ნი, გლდა­ნი...) ძი­ძის ხელ­ფა­სი 300-დან 400 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს (თი­თო ბავ­შ­ვის მოვ­ლის­თ­ვის), სა­ბურ­თა­ლო­ზე - 400-დან 500-მდე; იგი­ვე ტა­რი­ფი შე­იძ­ლე­ბა იყოს ძველ თბი­ლის­შიც, მაგ­რამ ვა­კე­ში 600 ლა­რი მი­ნი­მა­ლუ­რი გა­სამ­რ­ჯე­ლოა.

- ამ­ჟა­მად, თქვე­ნი სა­მუ­შაო დღე რო­დის იწყე­ბა და სრულ­დე­ბა?

- დი­ლის 9 სა­ათ­ზე უკ­ვე ოჯახ­ში ვარ. და­ახ­ლო­ე­ბით, 1 წლის ტყუპს ვუვ­ლი. მუ­შა­ო­ბას სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე ვას­რუ­ლებ, საკ­მა­ოდ დაღ­ლი­ლი (ი­ღი­მის)...

- ბავ­შ­ვე­ბის მოვ­ლის გარ­და, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­საც აკე­თებთ?

- კი, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შე­თავ­სე­ბა ამ­ჟა­მა­დაც მი­წევს: რო­ცა ბავ­შ­ვებს სძი­ნავთ, მათ­თ­ვის საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის მე­რე დრო თუ დამ­რ­ჩა, სა­უ­თოო ყო­ველ­თ­ვის დევს... რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი ერ­თო­ბი­ან, თა­მა­შო­ბენ, მა­ში­ნაც სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს ვა­კე­თებ... სა­ერ­თოდ, ტყუ­პის მოვ­ლა ძა­ლი­ან დამ­ღ­ლე­ლია. სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის 2 ბავ­შ­ვის მოვ­ლა უფ­რო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე ტყუ­პის.

- ტყუპ­ზე ზრუნ­ვი­სას, 2 ბავ­შ­ვის მოვ­ლის სა­ფა­სურს გიხ­დი­ან?

- სამ­წუ­ხა­როდ, არა. ძი­ძა ყო­ველ­თ­ვის უფ­რო მეტს აკე­თებს, ვიდ­რე გა­სამ­რ­ჯე­ლოს უხ­დი­ან. შე­საძ­ლოა, ფი­ნან­სუ­რად დამ­კ­ვეთ­საც უჭირს...

- ძი­ძას და დამ­კ­ვეთს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა რო­გორ იწყე­ბა?

- სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, ძი­ძის­თ­ვის გა­მო­საც­დე­ლი ვა­დაა (მაქ­სი­მუმ - 1 კვი­რა) გა­მო­ყო­ფი­ლი. ამ დრო­ში ძი­ძა ოჯახს, ბავ­შ­ვებს გა­იც­ნობს. თუ­კი შე­თან­ხ­მე­ბა შედ­გა, დამ­კ­ვეთ­სა და ძი­ძას შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ფორ­მ­დე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში სა­მუ­შაო ვა­დე­ბიც და ხელ­ფა­სიც მი­თი­თე­ბუ­ლია.

- გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით მუ­შა­ო­ბა­ში გა­სამ­რ­ჯე­ლოს გაძ­ლე­ვენ?

- დი­ახ, ეს 1 კვი­რა ფა­სი­ა­ნია: გა­მო­საც­დე­ლი ვა­დის გას­ვ­ლის შემ­დეგ, თუ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ვერ შედ­გა, ხელ­ფა­სის მე­ოთხედს გვიხ­დი­ან.

- დამ­კ­ვეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­მუ­შაო ვა­დის გას­ვ­ლამ­დე შე­გიწყ­ვე­ტი­ათ?

- კი. მი­ზე­ზი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პუნ­ქ­ტე­ბის დარ­ღ­ვე­ვა ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, თუ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ დი­ლის 9-დან სა­ღა­მოს 7 სა­ა­თამ­დე უნ­და ვი­მუ­შა­ოთ, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, დამ­კ­ვე­თი 8-მდე გვა­ჩე­რებს და ასე­თი საქ­ცი­ე­ლი სის­ტე­მა­ტურ სა­ხეს იღებს, ცხა­დია, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოვ­თ­ქ­ვამთ. რა თქმა უნ­და, 1-2-ჯერ მოთ­მე­ნა შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, ზაფხულ­ში, რო­ცა ძი­ძა ქა­ლაქ­გა­რეთ გაჰ­ყავთ, ერ­თ­ნა­ხე­ვარ ხელ­ფასს უხ­დი­ან, მაგ­რამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ამ პუნ­ქ­ტის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვაც მქო­ნია... თუ­კი დამ­კ­ვეთ­სა და ძი­ძას შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია ვერ შედ­გა - დამ­საქ­მე­ბელ­მა ვერ გა­ი­გო, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე არ არის, რო­გორც მას სურს და ძი­ძაც ადა­მი­ა­ნია, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა წყდე­ბა.

- ოჯა­ხის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა რთუ­ლია?

- კი, რა თქმა უნ­და, ძი­რი­თა­დად - ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბის. პირ­ვე­ლი კვი­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლია... ზოგ­ჯერ ძი­ძის­გან ინ­გ­ლი­სუ­რის ან რუ­სუ­ლი ენის ცოდ­ნას ითხო­ვენ. ასე­თი მოთხოვ­ნა ძი­რი­თა­დად, შე­რე­ულ ოჯა­ხებს აქვთ.

- დამ­კ­ვე­თე­ბი რა ასა­კის ძი­ძებს ითხო­ვენ?

- ზოგს ახალ­გაზ­რ­და ძი­ძა უნ­და. გა­მოც­დი­ლი ოჯა­ხი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე შვი­ლი ჰყავს, 35-45 (იშ­ვი­ა­თად - 50-მდეც) წლის ძი­ძას ითხოვს.

- თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გვითხა­რით, რო­გო­რი უნ­და იყოს კარ­გი ძი­ძა?

- პრაქ­ტი­კუ­ლი და თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს. სუ­ლი­ე­რად, ში­ნა­გა­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს... არი­ან ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰი­გი­ე­ნას­თან ერ­თად, ძი­ძის გა­რეგ­ნო­ბა­საც ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ... ასე­ვე, ქარ­თ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ძი­ძე­ბად აზერ­ბა­ი­ჯან­სა და თურ­ქეთ­შიც მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, იქ სადღე­ღა­მი­სო სამ­სა­ხუ­რით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა უცხო­ეთ­ში არც გრა­ფი­კი და არც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სხვა პუნ­ქ­ტე­ბი ერ­ღ­ვე­ვათ. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი და თურ­ქე­ბი ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლო­ბენ, ძი­ძა და­ა­სა­ჩუქ­რონ, პა­ტი­ვი სცენ... 3 თვე­ში ერ­თხელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უშ­ვე­ბენ. ძი­ძას სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ოჯა­ხის წევ­რე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლოს... თუ­კი იმ ქვეყ­ნის ენას ფლობ, სა­დაც მუ­შა­ობ და პლუს, ევ­რო­პუ­ლი ენე­ბიც იცი, გა­სამ­რ­ჯე­ლოც უფ­რო მა­ღა­ლია - 500 დო­ლა­რის ნაც­ვ­ლად, 700-800 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა.

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს გა­რეთ გი­მუ­შა­ვი­ათ?

- არა. ალ­ბათ, სა­მო­მავ­ლოდ თურ­ქეთ­ში წა­ვალ. ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი პა­ტა­რა სა­სა­უბ­რო ვი­ყი­დე... ძი­ძე­ბი გა­წე­უ­ლი შრო­მის­თ­ვის შე­სა­ბა­მის ხელ­ფასს რომ იღებ­დ­ნენ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმუ­შა­ვებ­დ­ნენ. მერ­წ­მუ­ნეთ, საზღ­ვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ წას­ვ­ლა არა­ვის უხა­რია...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

gza.ambebi.ge