ნოდარ ხადური - მე ვასრულებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობას და შევასრულებ

მე ვასრულებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობას და შევასრულებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა განუცხადა. რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფინანსთა მინისტრად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოიაზრება, ხადურმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები კითხვას არასწორად სვამენ.

„არ ვაკეთებ ამ თემაზე კომენტარს. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას. მე ვასრულებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობას და შევასრულებ. მეტი რა უნდა გითხრათ?“, – განაცხადა ხადურმა.