ბუკინგემის სასახლის რემონტი 460 მილიონი დოლარი დაჯდება

ბრიტანეთის ხელისუფლება ბუკინგემის სასახლის კაპიტალურ რემონტს გეგმავს. როგორც ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, სასახლის რესტავრაცია 1 წლის განმავლობაში ჩატარდება და ქვეყნის ბიუჯეტს 369 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 460 მილიონი აშშ დოლარი) დაუჯდება. სასახლის სარესტავრაციო სამუშაოები 2017 წლის აპრილში დაიწყება. ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ რემონტის პერიოდში ბრიტანეთის დედოფალს ელისაბეტ II თავისი რეზიდენციიდან გადასვლა მოუწევს.

სარემონტო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ელექტროგაყვანილობის, წყლის მილებისა და ორთქლის საქვაბეების შეცვლა. მთავრობის განმარტებით, აღნიშნული მოწყობილობები დიდი ხანია არ განახლებულა და არსებობს ხანძრის ან შენობაში მილების დაზიანების რისკი.

სარემონტო-სარესტავარციო სამუშაოების დაფინანსება, ქვეყნის ბიუჯეტიდან სამეფო ოჯახისთვის გამოყოფილი თანხების დროებითი გაზრდის ხარჯზე მოხდება. თუმცა, სამეფო ოჯახისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხი ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ბრიტანელმა აქტივისტებმა, რომლებიც ითხოვენ მონარქიის გაუქმებას, გააკრიტიკეს ბუკინგემის სასახლის კაპიტალური რემონტი და განაცხადეს, რომ შენობა სახელმწიფოს უნდა გადაეცეს და მუზეუმად გადაკეთდეს.