ფილმმა “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა

ქართულმა ფილმმა “MOST 2016”-ზე “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქართველ სომელიეთა ასოციაცია ავრცელებს. ”ეს არ არის პირველი პრიზი: წელს, საფრანგეთში ღვინის კინოფესტივალზე “ენოვიდეო” ჩვენი ფილმი აღიარეს, როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი.” - აცხადებენ ქართველ სომელიეთა ასოციაციაში.

ფილმის კონცეფციის ავტორი და პროდიუსერი შალვა ხეცურიანია, რეჟისორი კი ნანა ჯორჯაძე. ფილმი საქართველოს სომელიეთა ასოციციამ გადაიღო. “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”-ის გადაღებები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტომ და “მარანი ხეცურიან”-მა დააფინანსეს.

საერთაშორისო კინოფესტივალი “MOST 2016” ესპანეთში გაიმართა და იგი ღვინის ტურიზმის ევროპულ დღეს (8 ნოემბერი) ეძღვნებოდა.