ავსტრალიელმა ქალბატონმა "თხის საპნის" წყალობით ერთ დღეში 1 მილიონი დოლარი იშოვა

2011 წელს ავსტრალიელმა ფარმაცევტმა დანიელა დი პილამ შექმნა საპონი, რომელიც თხის რძისგან მზადდება და მომხმარებელს კანის ისეთი დაავადებების მკურნალობაში ეხმარება, როგორიც ეგზემაა.

გასული კვირას კი მელბურნელმა ქალბატონმა 24 საათში 1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა თავისი ინობაციური პროდუქტის წყალობით.

დანიელა დი პალმამ ჩინეთში 350 ათასი „თხის საპონი“ გაყიდა. ერთი 100 გრამიანი საპნის ღირებულება 2,99 დოლარია.

ჩინეთში დი პალას მიერ შექმნილი პროდუქციის გაყიდვები ქვეყანაში არაოფიციალურ დასვენების დღეს „მარტოხელების დღეს“ დაემთხვა. ამ დღეს ჩინეთში ონლაინ მაღაზიები გრანდიოზულ ფასდაკელებებს სთავაზობენ მომხმარებლებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმა ინტერნეტ-რითეილერმა, ჩინურმა „ალიბაბამ“ „მარტოხელების დღეზე“ რეკორდული თანხა - 17,8 მილიარდი დოლარი იშოვა.

იხილეთ ასევე: ჩინელი მილიარდერი, რომელსაც ჰარვარდში მიღებაზე 10-ჯერ უთხრეს უარი