თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

შპს “თბილსერვის ჯგუფი“ მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. წყნეთში, ბეთნიაში, კოჯორსა და კიკეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც ”თბილსერვის ჯგუფი” იუწყება, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და დაიყარა ტექნიკური მარილი. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება. ადგილზე რჩება ტექნიკა და საჭიროების შემთვევაში სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.

შეფერხების შემთხვევაში „თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებენ: 2 61 90 50