ძლიერმა ქარმა ქუთაისსა და სამტრედიაში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ავტოფარეხი დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ავტოფარეხს სახურავი გადახადა, რომელიც გვერდით მდებარე მეორე ავტოფარეხს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერმა ქარმა ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსების სახურავებიც დააზიანა.

უამინდობაა სამტრედიაშიც. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარმა ხე მოგლიჯა. რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი კი სახურავის გარეშე დარჩა.