საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს აცხადებს

საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს აცხადებს.

როგორც ფონდში განაცხადეს, მათ, ვისაც აქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა და სურს მისი განხორციელება „სტარტაპ საქართველოსთან“ ერთად, 21 ნოემბერს, ორშაბათს, 18 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში პროგრამის კოორდინატორები გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.

თბილისის მერიამ გამოყო ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით: თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-თბილისი. ავტობუსი 16:30-დან განთავსდება 9 აპრილის პარკის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩის დასაწყისში.

საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.

15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტში გამარჯვებული ბიზნეს პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა.