სტიქიის შედეგად ხობის რაიონისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი

ხობის გამგებლის მოადგილის, ვარაზ გაბედავას განცხადებით, სტიქიის შედეგად რაიონისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ცნობილი დღის ბოლოსთვის გახდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შემდეგ სპეციალური კომისია სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად იმსჯელებს, რა სახის დახმარების გაწევას შეძლებს ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებული ოჯახებისთვის.

ხობის რაიონში სტიქიის შედეგად ქარმა ორ საცხოვრებელ კორპუსს და რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა. ამასთან, ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვს.

როგორც ხობის გამგეობაში განმარტავენ, ადგილობრივების მიმართვიანობა ინტენსიურია.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ზუგდიდსა და ფოთშიც ითვლიან.