ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლი, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობაა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.