ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4978 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4978 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4978 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4903 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0075 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.66602 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6497 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0105 ლარი შეადგინა.