ოქტომბერში ყველაზე მეტი შემოწირულება "ქართულმა ოცნებამ“ მიიღო

ოქტომბერში ყველაზე მეტი შემოწირულება "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" მიიღო. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მმართველი პარტიის შემოწირულების ოდენობამ ოქტომბერში 3 მილიონ 45 ათას 713 ლარი შეადგინა. ოქტომბერში ასევე სოლიდური შემოწირულება ფიქსირდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ანგარიშზე. როგორც აუდიტის სახმსახურში წარდგენილ დეკლარაციაშია აღნიშნული, პარტიამ ოქტომბერში შემოწირულების სახით ჯამში 271 075 ლარი მიიღო. ერთ თვეში 265 000 ლარის ოდენობის შემოწირულება აქვს მიღებული "თავისუფალი დემოკრატებს", 126 604 ლარი კი ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში შემოწირულობის სახით 115 ათასი ლარი მიიღო მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა, ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატმა ილია კოკაიამ კი 50 000 ლარი. კიდევ ერთ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს კი 25 769 ლარი შესწირეს.

ოქტომბერში 21 112.50 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, ხოლო 21,073.12 ლარის ოდენობის შემოწირულობა ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მცირე შემოწირულება - 990 ლარის ოდენობით, ოქტომბერში ”რესპუბლიკურმა პარტიამ” და 120 ლარის ოდენობით ”საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ” მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ჯამურად მიღებული შემოწირულების ოდენობა 4 222 974.02 ლარს შეადგენს.