ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” პილოტებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაფიცვა დაიწყეს

გერმანიაში ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” პილოტებმა ორდღიანი გაფიცვა დაიწყეს, რამაც დაახლოებით 900-მდე რეისის გაუქმება გამოიწვია, - იუწყება The Guardian.

„დაახლოებით 3 000 დაგეგმილი რეისიდან 876 რეისი გაუქმდება, რაც 100 000-მდე მგზავრს შეეხება“, - ნათქვამია ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” განცხადებაში.

ავიაკომპანიის პილოტები ითხოვენ ხელფასის გაზრდას წლიური 3.66%-ის განაკვეთით.

პილოტების განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათი ხელფასი გაყინული იყო და შესაბამისად, ითხოვენ ხელფასის გაზრდას 3.66%-ით ყოველ გაყინულ წელზე, რაც ჯამში ხელფასის თითქმის 20%-ზე მეტით გაზრდას ითვალისწინებს.

გაფიცვის ორგანიზატორია გერმანიის სამოქალაქო ავიაციის პროფკავშირი. 2014 წლის აპრილიდან ეს უკვე რიგით მე-14 გაფიცვაა.