"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" "ფარმადეპოს" ყიდულობს - როგორ აფასებენ ექსპერტები სააფთიაქო ქსელების გაერთიანებას?

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 2017 წლის დასაწყისში სააფთიაქო ქსელის „ფარმადეპოს“ შეძენას 25 მილიონ დოლარად გეგმავს. ჯანდაცვის ჯგუფის ცნობით, „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელების გაერთიანება მოხდება, რომლის შედეგადაც ახალი კომპანია Georgian pharmacy შეიქმნება.

სააფთიაქო ქსელების გამსხვილების პროცესს უარყოფითად აფასებენ ექსპერტები. მათი განმარტებით, ჯანდაცვის ჯგუფის მიერ “ფარმადეპოს“ შეძენა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ კონკურენციას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ექსპერტების ცნობით, წვრილი ფარმაცევტული ობიექტების ბაზრიდან გაქრობაა მოსალოდნელი.

იხილეთ PALITRANEWS-ზე