ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

როგორც  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით შემოიტანა და შემდეგ, საქართველოში გაასაღა 10 400 ყალბი თურქული ლირა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გაყალბებულ კუპიურებთან ერთად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე, 260-ე და 262- ე მუხლებით მიმდინარეობს.