ოქროს ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი 9-თვიან მინიმუმზე დაეცა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ძვირფასი ლითონის ფასი 1,5%-ით დაეცა და უნციაზე 1,193.91 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თებერვლის შემდეგ.

ანალიტიკოსთა განცხადებით, ამის მიზეზი დოლარის გამყარება და ინდოეთიდან იმპორტის აკრძალვის შესახებ სპეკულაციებია.

„მოკლევადიან პერსპექტივაში ოქროს ღირებულება არ მოიმატებს, ვინაიდან დოლარი საკმაოდ მყარია“, - განაცხადა დევიდ გოვეტმა, Marex Spectron-ის ძვირფასი ლითონების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.