Carrefour Georgia შენც? - მომხმარებლის გამოხმაურება "შავ პარასკევთან" დაკავშირებით

ტერმინი "შავი პარასკევი" აშშ-ში 1966 წლიდან დამკვირდა. აშშ-ში ეს დღე მადლიერების მეორე დღეს აღინიშნება და როგორც წესი ნოემბრის ბოლო პარასკევს ემთხვევა.

"შავ პარასკევს" აშშ-სა და ევროპის მაღაზიები გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ეს დღეს ბოლო რამდენიმე წელია აქციებით გამოირჩევა საქართველოშიც. თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია ნამდვილ "შავ პარასკევამდე". გთავაზობთ ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ "ფეისქბუზე" გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის "ქართულ ფასდაკლებებს" აკრიტიკებს.

"Carrefour Georgia შენც? - Black Fridey-ს ვიცნობ უკვე რამდენიმე წელია და სულ მშურდა ხოლმე ამერიკელების, რომ ეს დღე მათთან რეალურად „აღინიშნებოდა“. გრანდიოზული სეილების ეს ერთდღიანი აქცია თითქოს ჩვენთანაც შემოვიდა უკვე რამდენიმე წელია, მაგრამ აქაურ ფასდაკლებებს ვერც გრანდიოზულს ვუწოდებდი და ამიტომ მის მიმართ გულგრილად ვიყავი განწყობილი გუშინდლამდე. თუმცა 24 ნოემბერს საღამოს სახლში მისულმა, როდესაც გადავწყვიტე დამეთვალიერებინა კარფურის „ოთხშაბათის“ აქციები გადავაწყდი საინტერესო ფოტოს „შავ პარასკევზე“, სადაც მითითებული იყო ის ტექნიკა, რომელზეც მოქმედებდა დიდი ან პატარა ფასდაკლება. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ორი ტელევიზორი, რომელიც  მონაცემებით და ზომით მისაღები იყო. განსაკუთრებით კი ერთ-ერთი - 3300 ლარიანი LG 4k რეზოლუციით და როგორც თავად წერდნენ 3D ფუქნციით (თუმცა ვიცოდი, რომ 3D ამ მოდელს საერთოდ არ ჰქონდა და მართლაც აღმოჩნდა, რომ ამაშიც მოიტყუეს) 1799 ლარად. შესაბამისად დანაზოგი გამოიდოდა 1500 ლარი. იმის გამო, რომ სამსახურში მიწევდა წამოსვლა გადავწყვიტე მის შესაძენად დედა და დისშვილი გამეშვა. შესაბამისად გახსნის წუთებიდანვე იყვნენ ადგილზე და არცთუ ისე ბევრი მსურველი დახვდათ, რომ ამ კონკრეტულ ან თუნდაც სხვა ნივთზე „ტაციაობა“ გაჩაღებულიყო.

თუმცა ყველაზე მთავარი აქედან იწყება. ადგილზე მისულებს განუცხადეს, რომ ეს ტელევიზორი საერთოდ არა აქვთ გაყიდავაში და შესაბამისად მის შეძენას ვერ შევძლებდით. ამის მერე გადავწყვიტეთ მეორე ტელევიზორზე გვეფიქრა, რომელიც 999 ლარიდან 799 ლარამდე იყო ფასდაკლებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ეს ტელევიზორი ჰქონდათ გაყიდვაში. ადგილზე კონსულტანტმა, რომელსაც დავურეკე, მითხრა, რომ დაავიწყდათ მიწერა, რომ ეს მოდელი გაყიდვაში იქნებოდა ისთ-ფოინთის ფილილაში და არა - თბილისი მოლში. ამის შემდეგ უკვე დავრეკე ისთ-ფოინთის ფილილაში, სადაც მითხრეს, რომ აღნიშნული მოდელი გაყიდვაში არც იქ აქვთ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ „უკვე გაიყიდა“, - წერს მომხმარებელი.