გიორგი კვირიკაშვილი - 2017 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდას არ ვაპირებთ

ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი ამაში დამალული არ არის და არც ტყუილის თქმას ვაპირებ დღეს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პენსიების ზრდას ეხებოდა.

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლიდან ამოქმედდება ახალი საპენსიო სისტემა.

”ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილის თქმას ვაპირებ დღეს. ეს არის რეალობა. 2018 წლიდან, როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა, იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას იმ ინფლაციის მაჩვენებლებთან, რომელიც გვექნება. ჩვენ წინასააარჩევნო პერიოდშიც თავი შევიკავეთ არარეალისტური დაპირებებისგან”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.