რომან გოცირიძე გიორგი კვირიკაშვილს - რეგიონი ვჭამოთ?!

თქვენი მხრიდან ყველაფრის რეგიონზე გადაბრალება ხდება და გავაგრძელებ მაშინ ასფალტის თემას - რეგიონი ვჭამოთ?! - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშილს. გოცირიძემ უმცირესობის სხდომაზე მთავრობის მიერ დაგეგმილ სივრიცითი მოწყობის გეგმაზე ისაუბრა.

„ინფრასტრუქტურის პროექტებთან დაკავშირებით თქვენს პროგრამაში წერია, რომ 3,5 მილიარდი დოლარის ვალის აღებას აპირებთ გზების მშენებლობისათვის, რაც არის დაახლოებით 9 მილიარდი ლარი. ჩვენ აქ შევხვდებით და ყველანი კარგად დავინახავთ, რომ ფიზიკურად და ფინანსურად შეუძლებელია ქვეყანაში 1000 კმ გზის აშენება მაშინ, როდესაც 28 კმ ავტობანი შენდებოდა წელიწადში. შეუძლებელია, 3,5 მილიარდი საგარეო ვალი რომ მოგვცენ და რომც მოგვცენ, ეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იქნება იმაზე მეტი, ვიდრე არის თავისუფლების აქტით განსაზღვრული და ამას ბიუჯეტში ვერ ჩადებთ. მაგრამ, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ თქვენ აპირებთ გზების აშენებას. გახსოვთ ალბათ შენიშვნა ოპოზიციის მხრიდან, როდესაც თქვენ გვეუბნებოდით - ასფალტი ვჭამოთ? თქვენი მხრიდან ყველაფრის რეგიონზე გადაბრალება იყო და გავაგრძელებ მაშინ და ცოტა კი ვიხუმრებ - რეგიონი ვჭამოთ? რეგიონში რაღაც რომ ხდება, ეს ამართლებს ჩვენს წარუმატებლობას? რა კავშირშია თურქული ან სომხური ვალუტის გაუფასურება დოლართან მიმართებაში? გაიზარდა თურქეთიდან იმპორტი ამ პერიოდში? იმპორტი 2%-ით არის შემცირებული და ექსპორტი - 7%-ით“, - განაცხადა გოცირიძემ.