2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი შენიშვნებით თბილისის მერიას დაუბრუნდა

2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი შენიშვნებით თბილისის მერიას დაუბრუნდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

აღნიშნულ საკითხს დღევანდელ სხდომაზე 31 მომხრე და არცერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა.