ქეთევან ციხელაშვილი - ენგურის ხიდის რებილიტაცია არის ძალიან კარგი მოვლენა

ენგურის ხიდის რებილიტაცია არის ძალიან კარგი მოვლენა, რამდენადაც მიმართულია იქეთკენ, რომ უფრო გაადვილოს გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა ენგურის ხიდის რებილიტაციის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ ენგურის ხიდის რებილიტაცია ნამდვილად მიმდინარეობს გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ეს საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში იყო და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი მოვლენა, რამდენადაც მიმართულია იქეთკენ, რომ უფრო გაადვილოს გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, რაც ისედაც გართულებულია ოკუპაციის პირობებში“, - განაცხადა ციხელაშვილმა.