თბილისის ინტერნეტ ფორუმის ერთ-ერთი პანელი ინტერნეტში პერსონალური მონაცემების დაცვას დაეთმო

თბილისის ინტერნეტ-ფორუმზე დღეს ინტერნეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ფეისბუქ ქველმოქმედების, ასევე როგორ განამტკიცა უკრაინამ ციფრული პოზიციონირება რევოლუციისა და ომის დროს - საკითხები განიხილეს.როგორც  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან იუწყებიან, პანელში, რომელიც ინტერნეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეთმობოდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი, გიორგი პირველი, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის წარმომადგენელი გიორგი გაბრიელაშვილი და ნეტგაზეთის რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე მონაწილეობდნენ.

საუბრის მთავარი თემები იყო ინტერნეტი, როგორც შესაძლებლობა და გამოწვევა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით, გლობალური და ადგილობრივი გამოწვევები - მედია, სოციალური ქსელები, მომსახურების ელექტრონიზაცია, დიდი რაოდენობით მონაცემთა დამუშავება (big data), პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ინტერნეტში - როგორ დავიცვათ მომოწერა, ანგარიშები, ფინანსები - პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატის პრაქტიკა და სტრატეგია ამ მიმართულებით.

თბილისის ინტერნეტფორუმი წელს უკვე მესამედ ჩატარდა.