პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

,,უკვე მერამდენედ ვატარებთ აქციას პარლამენტის შენობასთან და ვთხოვთ ხელისუფლებას, მოგვაქციოს ყურადღება. რამდენჯერ მივმართეთ დეპუტატებს, თუმცა უშედეგოდ. თუ ასე გაგრძელდება, გზებს გადავკეტავთ“ , - აცხადებენ აქციის მონაწილეები.