”შეიქმნება კომერციული პროექტების გარკვეული ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონების განვითარების დისბალანსის აღმოფხვრას”

შეიქმნება გარკვეული ბანკი კომერციული პროექტების, რომელიც უზრუნველყოფს დისბალანსის აღმოფხვრას რეგიონების განვითარებას შორის , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხს განიხილავენ.

კერძოდ, გიორგი გახარიამ უპასუხა ”ქართული ოცნების” დეპუტატის რომან კაკულიას კითხვას, რომელიც შეეხებოდა კონკურენტულ უპირატესობასა და ბიზნესის მხარდაჭერას.

გიორგი გახარიას თქმით, პრემიერის დავალებით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის საფუძველზე დაიწყებს მუშაობას და მოამზადებს სპეციალური პროექტების ბიბლიოთეკას.

”რეგიონებში რესურსული ბაზების გამოვლენის სამუშაოები ჩატარდა, რომელიც ეკონომიკური ზრდის პოტენციალს ქმნიდნენ. ამის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კიდევ უფრო გაძლიერდა მიმართულებები. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაწყებული სახელმწიფოს საკუთრების გამოვლენის და დარეგისტრირების მიმართულება. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ერთ-ერთი გამოწვევის აშკარა პასუხი იყო 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ნაწილი, სადაც პოლიცენტრულ ურბანულ მოწყობაზეა საუბარი.

ყველაფერ ამის შედეგად პრემიერის დავალებით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის საფუძველზე დაიწყებს მუშაობას და მოამზადებს სპეციალური პროექტების ბიბლიოთეკას. შეიქმნება გარკვეული ბანკი კომერციული პროექტების, რომელიც ამ დისბალანსის აღმოფხვრას უზრუნველყოფს რეგიონის განვითარებას შორის”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.