”არსებობს ისეთი ოფციაც, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი განახლდეს”

არსებობს ისეთი ოფციაც, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი განახლდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, დასრულებულია შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესწავლა და მოხდა პირვანდელი პროექტის მოდერნიზება.

„ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთული იყო ეს შემოვლითი რკინიგზის საკითხის პროექტი. ვიცით, რომ „საქართველოს რკინიგზას“ სპეციალურად ამ თემის შესწავლისთვის ჰყავდა დაქირავებული ორგანიზაცია, რომელმაც, როგორც ვიცით, დაასრულა მუშაობა და მოხდა პროექტის მოდერნიზირება, რათა ის უფრო რეალურად შეესაბამებოდეს საქართველოს რკინიგზის და ქართული ტრანზიტის მოთხოვნილებებს. ჩვენ ვფიქრობთ, არსებობს ასეთი ოფციაც, რომ ეს პროექტი განახლდეს. გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“ , – განაცხადა გიორგი გახარიამ.