”მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდად”

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ტურიზმისა და აღნიშნული სექტორიდან გენერირებად შემოსავალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ტურიზმი ტრადიციული სექტორია და მიმდინარე წელს, აღნიშნული დარგი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ აშშ დოლარს დააგენერირებს. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდად და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მარკეტინგსა და პრომოციაზე, რომელთა დაფინანსებაც გაგრძელდება. გარდა ამისა, ქუმსიშვილმა ყურადღება გამახვილა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც ხორციელდება.

მისი თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გარეშე მიზნები, რომლებიც გაწერილია ტურიზმის სტრატეგიაში, ვერ იქნება მიღწეული. მათ შორის, ტურისტების სამიზნე რაოდენობა და აღნიშნული სექტორიდან მოსალოდნელი შემოსავალი.

„ორივე მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით და ეს დადებითად აისახება ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.