აშშ-ში „ფლეშ-მობ მძარცველებმა“ 90 წამში 10 000 დოლარის ოდენობის საქონელი მოიპარეს

აშშ-ში ბოლო პერიოდში მაღაზიებს სულ უფრო ხშირად ძარცვავენ ე.წ. „ფლეშ-მობ მძარცველები“, რომლებსაც რამდენიმე წამი სჭირდებათ ძარცვისთვის.

ამ ჯგუფებიდან ყველაზე ცნობილია მძარცველი გოგონების ჯგუფი The Rainbow Girls, რომელიც გოგონებისგან შედგება და რომლებმაც სან ფრანცისკოში ათეულობით მაღაზია გაძარცვეს.

რამდენიმე დღის წინ მძარცველი გოგონების ფლეშ მობ-ჯგუფმა ერთ-ერთი კოსმეტის მაღაზიიდან 90 წამში 10 000 დოლარის ღირებულების კოსმეტიკა გაიტანეს.

საერთო ჯამში, გოგონების ამ დაჯგუფებას გატანილი აქვს 130 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი ისეთი მაღაზიებიდან, როგორიც არის „ფერაგამო“, „კრისტიან დიორი“, „ლუი ვუიტონი“ და სხვა ცნობილი ბრენდები.

„ყველაზე ხანგრძლივი ძარცვა, რომელიც მათი შესრულების მოხდა, ორ წუთს შეადგენდა“, - აღნიშნა სან ფრანცისკოს პოლიციის ოფიცერმა კარლოს მანფრედიმ.