"მიწის რეგისტრაცია კი არ გამარტივდა, გართულდა!"

რა შედეგი მოჰყვა "მიწის რეგის­ტრა­ცი­ის შესახებ" კანონის ამოქმედებას? სახელმ­წიფო ბიუჯე­ტიდან რა თანხა დაიხარჯა ამისთვის და რაზე მეტყველებს­ ბოლო პერიოდში რეგისტრირე­ბული მიწების სტატ­ისტიკა? - ამ კითხვებზე პასუხის მიღება საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს.

თეა ზაქარაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი:

- უკვე მოვითხოვეთ მიწების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიღების შემდეგაც დოკუმენტებსა და ფაქ­ტებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ დასკვნას, თუ როგორ წარიმართა ბოლო პერიოდში მიწების რეგისტრაცია. ამ კითხვით საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი მოგვმართავს და ვეცდებით, მათი ინტერესი­ უახლოეს მომავალში დავაკმაყოფილოთ.

გუგული შეროზია, მოქალაქე:

- ჩემი აზრით, მიწის რეგისტრაცია კი არ გამარტივდა, პირიქით, გართულდა. წლების წინ ვიყიდე მიწა გაჩიანში, მაშინ რეესტრი არც არსებობდა. ხელთ მხოლოდ ამ მიწის მიღება­-ჩაბარების აქტი მაქვს. მეგონა, ახლა დავირეგისტრირებდი, თუმცა არქივში ვერც ერთი საბუთი ვერ ვიპოვე, ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტის კანონიერება კი რეეს­ტრმა საეჭვოდ მიიჩნია.

გაინტერესებთ, დარეგისტრირებისთვის რა გზა უნდა გავიარო? უნდა მივმართო გამგეობას, წარვადგინო­ აზომვითი ნახაზი და მოვითხოვო­ ჩემს მიწაზე აუქციონის ჩატარება,­ რათა ხელახლა ვიყიდო. არც ის არის გამორიცხული, რომ აუქციონზე სხვამ­ გაიმარჯვოს(?!).

იაგო ხვიჩია, "გირჩის" წარმომადგენელი: - ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონს­ "მიწის რეგისტრაციის შესახებ" დიდი შედეგი არ მოჰყვებოდა.

2018 წლის აგვისტომდე უნდა დასრულდეს მიწების რეგისტ­რაცია, თუმცა ამ პერიოდამდე ისე მივალთ, მიწების 60-70% დაურეგისტრირებელი დარჩება. ამის მიზეზი ის არის, რომ მოქალაქეებს არ გააჩნიათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები იმ ნაკვეთებზე, რომელთაც რეალურად ფლობენ. მთავრობა­ კი მათ ეუბნება, მე მოგიძებნით დოკუმენტებს არქივშიო, მაგრამ რას მოძებნის, რაც არ არსებობს?

წლების წინ მიწის საკუთრებაში­ გადაცემა სხვადასხვა საბუთის საფუძველზე ხდებოდა. არსებობს საკომლო სიები, სარეგისტრაციო ჟურნალები, მიღება-ჩაბარების აქტები, ნებართვის წიგნაკები, გამოყოფის აქტები და ა.შ. ამ საბუთების დიდი ნაწილი­ კი ხარვეზიანია, ზოგს ბეჭედი აკლია, ზოგს საჭირო ხელმ­ოწერა და ა.შ. მათი კანონიერების შესწავლა­ კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ასეთი საბუთ­ების გაცემა ყველაზე მოწესრიგებული სამე­გრელოში, ქართლსა და კახეთში იყო, მაგ­რამ ამ რეგიონებშიც კი ფაქ­ტობრივ სარგებლობაში არსებული მიწების 50-60% დაურეგისტრირებელია. უფრო რთული მდგომარეობაა სხვა რეგიონებში, მაგალითად, თუშეთში ერთი მიწის ნაკვეთიც არ არის კერძო პირის სახელზე დარეგისტრირებული, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და მაღალმთიანი აჭარის ზოგიერთ სოფელშიც იგივე მდგომარეობაა. მთავრობა როგორ იპოვის არქივში იმას, რაც არ არსებობს? ამ არაფრისთვის კი შრომითი რესურსი და საბიუჯეტო თანხები იხარჯება.­ 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 28 ნოემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად