ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე 8 და 9 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე 8 და 9 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 74-ე კმ-ზე (ქობულეთი) არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე, ს.ს „საქართველოს რკინიგზა“ აწარმოებს ლიანდაგის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს. რის გამოც, 8 დეკემბრის 08:00 საათიდან 9 დეკემბრის 18:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი დროებით გადაერთვება შემოსასვლელ გზაზე, ქალაქის გავლით.

სამუშაოების წარმოების პროცესში, სარკინიგზო გადასასვლელის მთელ პერიმეტრზე სს „საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის რეგულირებას.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016 წლის 14 ივლისის (№31601751089) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.