რა უნდა გაითვალისწინოს ავტომობილის მფლობელმა ზამთარში

ზამთარში ავტომობილით გადაადგილება, ძირითადად, რთულ კლიმატურ პირობებში გვიწევს, რაც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს ავტომობილის ტექნიკური გამართულობა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ ზამთარში მგზავრობისას ჩვენი უსაფრთხოება დაცული იყოს, სპეციალისტები, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ავტომრბოლელი, მევლუდ მელაძე რჩევებს გავძლევენ.

რა ტიპის ტექნიკური გამართულობა ესაჭიროება ავტომობილს ზამთარში?

მევლუდ მელაძის თქმით, თავდაპირველად ძრავის გამაგრილებელი სითხის (ე.წ "ანტიფრიზის") მდგომარეობა უნდა შევამოწმოთ, რისთვისაც სპეციალური ხელსაწყო არსებობს. თუ მისი ყინვამედეგობა საკმარისი არ არის, მაშინ კონცენტრატი უნდა დავამატოთ, რათა არ გაიყინოს.

"შემდეგია საქარე მინის წყლის ამოსასხმელის მდგომარეობა. არსებობს სპეციალური ხსნარები, რომლებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია, წყალს ემატება, ავტომობილის მინასაც კარგად წმენდს და თან არ იყინება," - აღნიშნავს ის.

ავტომრბოლელის განმარტებით, მკაცრ კლიმატურ პირობებში შესაბამისი საბურავებით გადაადგილებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

"თუ ზამთარში ავტომობილზე ზაფხულის საბურავი გვიყენია, ეს იმას ნიშნავს, რომ ზედაპირთან ჩაჭიდულობა ძალიან გაუარესებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თოვლიან ან ყინულიან გზაზე გადავადგილდებით

და რომელიმე მოსახვევაში, შეიძლება, ავტომობილი მოულოდნელად მოგვიცურდეს, რაც ხშირად უბედური შემთხვევის მიზეზი ხდება," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ზამთრის საბურავი ზედაპირს დაახლოებით 80%-ით უკეთ ეჭიდება, ვიდრე ზაფხულის საბურავი.

შალვა ოგბაიძის თქმით, ტექნიკური გამართულობის შემოწმებისას, გარდა ძრავის გამაგრილებელი სითხისა და საქარე მინის ავზაკისა, სამუხრუჭე სითხეც უნდა შევამოწმოთ და თუ ის ნორმას არ შეესაბამება, ზომები მივიღოთ:

"თუ ავტომობილის ზეთი შეცვლის ზღვარზეა, აუცილებლად უნდა გამოცვალოთ."

გააგრძელეთ კითხვა