საქართველოს მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს 10%-ით შეამცირებს

მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს 10%-ით ამცირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

პრემიერის თქმით, დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით დაგეგმილი რეფორმების გარდა, მთავრობა აპირებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას.

„ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი. ასევე, 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.