ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება

ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა. „ეს ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

ასევე იხილეთ: ლიტვამ სწრაფი კრედიტების ბრენდების - SMSCredit და Vivus-ის საქმიანობა აკრძალა