სარფსა და ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სარფსა და ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 22 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 1029,85 გრ.) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 58,464.6 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (წონა151.3 გრ.) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი 28 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღმოჩენილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,483.8 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 8483.8 ლარის ოდენობით დაეკისრა.