„საქნახშირმა“ ტექნიკურ გადაიარაღებაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა
„საქნახშირმა“ ტექნიკურ გადაიარაღებაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა
29 ნოემბერი / 2016
კომპანია „საქნახშირმა“, მეშახტეთა შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს ტექნიკურ გადაიარაღებაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა. როგორც კომპანიიდან იუწყებიან, გვირაბგამყვანი კომბაინის შესაძენად კომპანიამ მილიონ ორასი ათასი გადაიხადა, რომელიც განკუთვნილია მაგარ ქანებში გვირაბების გასაყვანად, რაც გამორიცხავს ბურღვა-ფეთქითი სამუშაოების წარმოებას, რაც აქამდე ადამიანური რესურსის გამოყენებით ხორციელდებოდა და ყველაზე მეტ რისკს შეიცავდა, წარმოებაში მისი გამოყენება კი საგრძნობლად შეამცირებს ერთი გრძივი მეტრი გვირაბის გაყვანის ღირებულებას, წარმოება გახდება მეტად მექანიზირებული, შეამცირებს ხარჯებს, რაც პირდაპირ აისახება მოპოვებული ქვანახშირის ღირებულებაზე. შესაბამისად, ქართული ქვანახშირი გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ბაზარზე.
„გვირაბგამყვანი კომბაინის გამოყენება თითქმის 3-ჯერ, 100-120 მეტრამდე თვეში და მეტად ზრდის გვირაბის გაყვანის ტემპებს. ასევე, იზრდება მისი მდგრადობის ხარისხი, გვირაბის გარშემო არსებული სამთო მასივის ნაკლებად დაზიანების გამო, ტექნოლოგიური პროცესიდან ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების გამორიცხვით. ახალი ტექნოლოგია პრაქტიკულად ამზადებს ველს და ანახევრებს ყველაზე მძიმე და რთულ სამუშაოს. ანუ დანადგარი ასრულებს ყველა იმ ფეთქით და ბურღვით სამუშაოს, რასაც მანამდე ადამიანი ასრულებდა და აქედან გამომდინარე მეშახტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. კომპანიას მხოლოდ
You must have Flash Player installed in order to see this player.
შახტების ტექნიკური განახლება-გადაიარაღება 3 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. საწარმომ ასევე სოლიდური თანხა დახარჯა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაწევად. „საქნახშრიმა“ შეიძინა - შვიდი ერთეული ადგილობრივი განიავების ვენტილატორი, ოთხი ერთეული საისრე ელმავლის გადამყვანი კომპლექტი, სამი კომპლექტი ელმავალი, ექვსი კომპლექტი ელმავლის ბატარეა, 18 ტონიანი ბულდოზერი, თვითმცლელი მანქანა, 80 ერთეული ნახშირმზიდი ვაგონი, ჰაერის მიმწოდებელი კომპრესორი და სხვ. ასევე მიმდინარეობს შტოლმების რეაბილიტაცია და შეძენილია 270 ტონა რელსი შახტის რკინიგზის მოსაწყობად. შეივსო სასაწყობე მეურნეობა 400 ერთეული ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, რომელსაც შახტაში მაშველის ფუნქცია აქვს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და წლის ბოლომდე, ჩინეთიდან და უკრაინიდან იგეგმება აღჭურვილობის მეორე ნაწილის შემოტანა.” - აცხადებენ „საქნახშირში“.
ტყიბულში უკვე მიმდინარეობს გადაიარაღებითი სამუშაოები, რისთვისაც „საქნახშირმა“ უკრაინელი სპეციალისტები ჩამოიყვანა. გვირაბგამყვანი კომბაინის მონტაჟის პარალელურად უკრაინელები ადგილობრივ კადრებსაც ამზადებენ, რის შემდეგაც ისინი თავად შეძლებენ კომბაინის ექსპლუატაციასა და მომსახურებას.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
საქართველოს მთავრობა 2018 წლიდან უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის გამო ორი კომპანიის ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალი ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დოკუმენტების ელექტრონული აღრიცხვის ახალი სისტემა დაინერგება
კვირის ბოლოს პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა აღდგება.
სამხრეთ კორეა, ჩინეთი და ამერიკის შეერთბული შტატები - ეს ის სამი სახელმწიფოა, რომელთა შექმნილი სმარტფონები საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ქუთაისი-სამტრედიის 56,5 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა, თუმცა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის
ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, გულისაშვილის, მაისურაძის, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.08.2017
ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მეპატრონე ირაკლი კვიჟინაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ზედმეტად გადახდილი დღგ-ის 10 დღეში დაუბრუნდა.
სრულად
21.08.2017
Gem fest-ზე დასაქმებულმა 11-მა პირმა კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა.
სრულად
21.08.2017
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ შესაძლოა, გაიყიდოს. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
სრულად
21.08.2017
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს 2017 წლის იანვარში სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავენ.
სრულად
21.08.2017
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა. 
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.08.2017
22.08.2017
USD
1
USD
2.3895
2.3910
EUR
1
EUR
2.8067
2.8099
GBP
1
GBP
3.0808
3.0818
RUB
100
RUB
4.0213
4.0530