ნაძალადევში, თემქის შიდაკვარტალურ გზებზე ასფალტის საფარი იგება

ნაძალადევის რაიონში, თემქის შიდაკვარტალურ გზებზე ასფალტის საფარი იგება. როგორც დედაქალაქის მერიიდან იუწყებიან, გზის საფარის რეაბილიტაცია მე-11 მ.რ. მე-2 კვ. მე-2 - მე-3 კორპუსებს შორის და მე-11 მ.რ. 1-ლი კვ. მე-7ა - მე-10 კორპუსებთან მიმდინარეობს.საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო.

„ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის პარალელურად, შიდაკვარტლურ გზებს ვაწესრიგებთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თემქის მოსახლეობისთის. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები უკვე დასრულდა ორ მისამართზე, დანარჩენ ორზე კი ახლა მიმდინარეობს მუშაობა. მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება“, - განაცხადა დავით გოგიძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, თემქაზე ასფალტის საფარი 4 388 კვ.მ-ზე იგება. გზის რეაბილიტაცია დასრულებულია მე-3 მ.რ. მე-3 კვ. 43-ე კორპუსთან და მე-11 მ.რ. მე-2 კვ. 22ა კორპუსთან. ოთხივე მისამართზე საგზაო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 194 000 ლარია.