გიორგი კაკაურიძე - ონლაინ სესხებთან დაკავშირებით რეგულაციები დაწესდება, რომელიც ზოგიერთი კომპანიის გაუქმებას გამოიწვევს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ონლაინ სესხებთან დაკავშირებით რეგულაციები დაწესდება, რომელიც ზოგიერთი კომპანიის გაუქმებას გამოიწვევს.

“პირობითად, შეიძლება სესხის ძირის ორმაგ ოდენობაზე მეტის დაკისრება არ მოხდეს პროცენტების სახით. რეგულაციები აუცილებლად შემოვა და ეს აუცილებლად გამოიწვევს ონლაინ სესხების ნაწილის გაუქმებს, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის მქონე პირებზე მუშაობენ და იმით სარგებლობენ, რომ ეს მომხმარებლები ცუდ მდგომარეობაში არიან. ამიტომ, მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ დაიხურება. რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს. ის ორგანიზაციები, რომლებიც სწორად აკეთებენ ბიზნესს და სწორი მენეჯმენტი აქვთ, რა თქმა უნდა, დარჩებიან და იქნებიან ბაზარზე. რა სახელწოდებით იქნებიან, ამას კანონი დაარეგულირებს, თუმცა ის ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ, ეტაპობრივად გაუქმდებიან”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას