ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.63 ლარს მიაღწია

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.63 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში იცვლება.

ამ დროის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.63 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.55 ლარად.

„თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთი დოლარის შეძენა 2.6290 ლარად შეუძლია, გაყიდვა - 2.5510 ლარად.

„ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.6300 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.5300 ლარად.

„ბანკ ქართუში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6000 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.5300 ლარს მიიღებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5352 ლარია.