ეკონომისტი აკაკი ცომაია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას სესხის ლარში კონვერტაციასთან დაკავშირებით „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დავუშვათ სესხი გაქვთ დოლარში 8%-იანი განაკვეთით და კურსი არის $1=2.5ლარი. ასევე შეგიძლიათ სესხი გქონდეთ ლარში 11%-იანი განაკვეთით (ასეთია საბაზრო ფასები დღეს). შემოსავალი გაქვთ ლარში. ე.ი. დღეს, სესხის ყოველ $100-ზე თქვენ იხდით 8$-ს ანუ 8*2.5=20ლარს. ხოლო ლარში შესაბამისი ეკვივალენტი შესაბამისი კურსით და მთავრობის სუბსიდიის გათვალისწინებით (ყოველ 230ლარზე 11%) - გამოდის 25.3ლარი. გიწევთ 5ლარით მეტის გადახდა. ანუ მთავრობა უფრო მეტი %-ის გადახდას გთავაზობთ. შეღავათი გაქვთ ძირის დაფარვაში, რადგან დოლარში გიწევთ 250 ლარის, ხოლო თუ ლარში სესხს გადაიტანთ 230ლარის გადახდა (მთავრობა ასუბსიდირებს). ე.ი. თუ კურსი არ იცვლება და კრედიტის დასაფარად 4.5წელიწადზე მეტი დაგრჩათ, საერთო ჯამში, უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ, რადგან 20ლარიანი შეღავათის კომპენასიცას დაახლოებით ეს დრო სჭირდება. ამ დროს მთავრობა ამტკიცებს, რომ გვეხმარება. დავუშვათ ელოდებით, რომ ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება და აქედან გამომდინარე ფიქრობთ, რომ სესხი გადაიტანოთ ლარში. რამდენი ლარი უნდა გახდეს 1აშშ დოლარი, რომ მოგიწიოთ 25.3 ლარის გადახდა ყოველ $100-ზე? მინიმუმ $3 (8*3=24). ახლა წარმოიდგინეთ, რომ სესხი გადაიტანეთ ლარში
- თუ ლარი 2.5-ზე მეტი იქნება, დგახართ იმ რისკის წინაშე, რომ ბანკი გაგიძვირებთ %-ს (რადგან ეხლა დოლარი უნდა იყიდოს ბანკმა, რომ გაისტუმროს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სესხი)
- თუ ლარი 2.3-ზე მეტად გამყარდება, ზარალობთ, რადგან $1-ად მოგდით ნაკლები ლარი და გირჩევნიათ, რომ სესხი გქონდეთ დოლარში
- რეფინანსირების განაკვეთი შეიძლება გაიზარდოს. არასტაბილურია. ინფლაციის მოლოდინზეა დამოკიდებული. აგერ ნავთობპროდუქტებზე აქციზი 100%-ით იზრდება, სადღაც 20თეთრით გაიზრდება ფასები ნავთობპროდუქტებზე. არავინ იცის, რა მოუვა ფასების დონეს. ამიტომ, რისკი იზრდება, რომ % გაიზრდება.
- და $1 თუ 3ლარს გადააჭარბებს, როგორ ფიქრობთ, ბანკი რა პროცენტს შემოგთავაზებთ ლარში?
ლარში სესხის 1%-ით გაძვირებას აქვს იგივე ეფექტი, რაც ლარის 20პუნქტით გაუფასურებას (ყოველ 230ლარზე 1%-ით გაძვირება უდრის 27.6ლარს, ანუ 2.3ლარით მეტს (11%-ზე, 25.3ლარი). დოლარში 20 ლარის მაგივრად, (20+2.3)-ის გადახდა რომ მოგიწიოთ ყოველ 100$-ზე, კურსი უნდა იყოს (22.3/8=2.78, რაც მინიმუმ 20-ით მეტია 2.50-ზე).
ამ "ე.წ. გენიალურ" პროექტს ახორციელებენ იმიტომ, რომ დოლარიზაციის მაღალი დონე უშლით ხელს. ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ თავიანთ გემოზე (ნეტავ ქუმსიშვილისგან არ მომესმინა ეს ბოდვა). გვატყუებენ, რომ დოლარის გაუფასურების გამო არ ვინერვიულებთ იმის გამო, რომ აპრიორად უფრო მეტის გადახდა მოგვიწევს და ყველაფერთან ერთად "ლარიზაციის" წმინდა მისიის განსახორციელებლად მზად არიან ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები აჩუქონ კომერციულ ბანკებს, რომ კურსთაშორის 20 პუნქტიანი განსხვავება დაფარონ." - წერს ცომაია.