ზოგიერთ კომერციულ ბანკში ამ დროისთვის დოლარის ღირებულება 2.61-დან 2.635 ლარამდე მერყეობს

დღის განმავლობაში კომერციულ ბანკებში ლარის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა.

თუ დილის საათებში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ ზოგიერთ კომერციულ ბანკში 2.73-ს გადააჭარბა, ახლა კომერციულ ბანკებში დოლარის მაქსიმალური ღირებულება 2.635-ია.

საქართველოს ბანკში" ამ დროისთვის 17.10 საათისთვის ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.635 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.495 ლარად.

„თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთი დოლარის შეძენა 2.6340 ლარად შეუძლია, გაყიდვა - 2.4960 ლარად.

„ლიბერთი ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.62 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.52 ლარად.

„ვითიბი ბანკში“ 1 აშშ დოლარის გასაყიდი ფასი 2.61 ლარია, ხოლო ყიდვის 2.50 ლარია.

„ტერა-ბანკში“ 1 აშშ დოლარის გასაყიდი ფასი 2.6150 ლარია, ხოლო ყიდვის ფასი 2.5150 ლარი.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5871 ლარი გახდა.