ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის სემინარი ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ფერმერებისთვის თხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ სემინარი ჩაატარა.როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან იუწყებიან, სემინარზე თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა მცენარეთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე, თხილის მავნებელ დაავადებებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე მიიღეს ინფორმაცია.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სემინარის მონაწილეებს თანამედროვე ორგანული და მინერალური სასუქების, მიკროელემენტების შემცველი პრეპარატების გამოყენების რეგლამენტები, ასევე, თხილის გასხვლა-ფორმირების, თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის აგროწესები გააცნეს და ფერმერებს თხილის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ფენოკალენდარული სქემები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ სემინარის ფარგლებში, ფერმერებმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, მიმდინარე წელს თხილის დაბალი და უხარისხო მოსავლის მიღების მიზეზებსა და სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს.