ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ

საქართველოს ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმი ხვალ გაფორმდება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი თბილისსა და რეგიონებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას და უფროსკლასელებში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზანდ. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ხვალ მოაწერენ ხელს.

ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ,,მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის შესახებ“ ფარგლებში თბილისისა და რეგიონების სკოლების 1000 მოსწავლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოისმენს ლექციას, თემაზე ,,ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონომიკაზე.