დიმიტრი ქუმსიშვილმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს საგადასახადო სიახლეები გააცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა.უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ საგადასახადო ცვლილებებზე წარიმართა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე და იმ რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, მოსახლეობის დასაქმება და კეთილდღეობა წარმოადგენს.

მისი თქმით, მთავრობა გეგმავს, ერთი მხრივ, შეამციროს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ამავე დროს, გაზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგი შეეცდება მომზადებული შეხვდეს დაგეგმილ ცვლილებებს. ასევე ითქვა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.