დღეს საქართველოსა და ჩინეთში გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გაიმართება

სასტუმრო ”ჰუალინგში” დღეს, საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გაიმართება.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ”საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის“ ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადდა 200-მდე ფერმერი/დაინტერესებული პირი.

მათი ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდება მიმდინარე ჩინურ-ქართული პროექტის პირველი ფაზის შედეგების წარდგენა, გადამზადებულ ფერმერებთან შეხვედრა, გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებას დაესწრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში - ვან ლიანპო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერები და ფერმერები.