“თეგეტა მოტორსი” ავტომფლობელებს სეზონურ აქციას სთავაზობს

“თეგეტა მოტორსის” ახალი შეთავაზება ავტომფლობელთათვის „მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“.

როგორც კომპანია იუწყება, შეთავაზებები მოქმედებს ”თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.

”თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, მაშინ მიმართეთ „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებს, ისარგებლეთ სპეციალური სეზონური შეთავაზებებით და მოამზადეთ ავტომობილი ზამთრისთვის.

თუ თქვენმა ავტომობილმა უპრობლემოდ იარა ზაფხულის სეზონი და ტექნიკურად გამართულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ზამთარშიც ასე გამართულად იმუშავებს. თუ თქვენი ავტომობილი ზამთრისთვის წინასწარ არ მოამზადეთ, მან შესაძლოა ტემპერატურის ვარდნის შემდეგ ნებისმიერ დროს გიმტყუნოთ. ამიტომ აუცილებელია შევამოწმოთ: ანტიფრიზი, თუ გაგრილების სითხეს დაკარგული აქვს თვისებები, ის -3 გრადუს ტემპერატურაზე გაიყინება და შეიძლება გამოიწვიოს ძრავის დაზიანება. ასევე ერთ-ერთი უმთავრესი, რაც უნდა გადაამოწმოთ, არის აკუმულატორის მდგომარეობა. ვინაიდან ზამთარში აკუმულატორზე დატვირთვა იზრდება და მასზე ასევე უარყოფითად მოქმედებს დაბალი ტემპერატურა, რის გამოც შეიძლება თქვენი ავტომობილი მოულოდნელად არც დაიქოქოს. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსი“ ანტიფრიზისა და აკუმულატორების შემოწმების სერვისს სრულიად უფასოთ გთავაზობთ.

გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, საბურავებია, რომელზეც ყველაზე მეტად დამოკიდებულია თქვენი უსაფრთხოება. ზაფხულის საბურავს ნაკლები რეზინის შემცველობა აქვს და შესაბამისად, ის უფრო ხისტია, რის გამოც ზამთარში ის კიდევ უფრო უხეში ხდება. ასეთი საბურავი უფრო მეტად ცურავს, უჭირს დამუხრუჭება და ზამთარში ასეთი საბურავის გამოყენება არა თუ არარეკომენდირებულია, არამედ სახიფათოა. ზამთრის საბურავებში რეზინის შემცველობა მაღალია, რის გამოც ის უფრო რბილია და უკეთესად ეჭიდება თოვლიან და ცივ ზედაპირს, რაც უსაფრთხოა გადაადგილებისთვის და მოცურებისგან იცავს ავტომობილს. როდესაც გარემოს ტემპერატურა +7 გრადუსზე ქვემოთ დაეცემა, უკვე უნდა გამოვიყენოთ ზამთრის საბურავი. თუმცა უსაფრთხოების მიზნით უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ ზამთარში უმჯობესია ავტომობილით ვიმოძრაოთ ჩვეულზე უფრო დაბალი სიჩქარით, გავზარდოთ დისტანცია ავტომობილებს შორის და მოვახდინოთ ნელი დამუხრუჭება.

თუ თქვენ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებთ ავტო სერვისში მისვლას, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისს ცენტრში მისვლის გარეშე. „თეგეტა მოტორსი“ „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერი მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისს ცენტრში გადაყვანას. ავტომობილზე კომპანია სრულად არის პასუხისმგებელი და აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე დეტალურად მოახდენს თქვენს სრულ ინფორმირებას, ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ. „თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვისით სარგებლობა მარტივია, მომსახურების მისაღებად თქვენ უნდა დარეკოს „თეგეტა მოტორსის“ ქოლ ცენტრში 226 44 44 და შეარჩიოთ სასურველ მომსახურება.

ასევე თუ თქვენ თავად გსურთ მიხვიდეთ „თეგეტა მოტორსის“ სერვისს ცენტრში, მაგრამ ამავდროულად თავი აარიდოთ შესაძლო ლოდინს და ოპერატიულად მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება, მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ წინასწარი ჩაწერის სერვისით, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის, ან სერვისების, მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია, რამდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ, სახლიდან გაუსვლელად ჩაეწეროთ თქვენთვის სასურველ დროს, დაზოგოთ დრო და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი”, - აცხადებენ კომპანიაში.